:) keep smiling

წესით ახლა გაზაფხული უნდა იყოს .. ირგვლივ კი მზე არ ათბობს ,ქაოსია ,ცივა,ყვავილების სურნელს ვერ ვგრძნობთ..არა მოგატყუეთ..ეს ყველაფერი ჩემი თვალით დანახული სამყაროა ახლა ..ხანდახან მეშინია ადამიანების.ყველაზე დაუნდობელი ცხოველია ადამიანი,რომელიც განვითარებულია,ჭკვიანია და გაგსრესს თვალის დახამხამებაში თუ ეს დასჭირდება..მძვინვარე ბრბო რომელიც ვერ იტევს განსხვავებულს ვერაფერს, არ მიიღებს სხვის აზრს თუ ეს მისას ეწინააღმდეგება,არ დააფასებს მასზე ჭკვიანს იმიტომ,რომ ის მასზე წინ დგას ყველაზე ძვირფასით..გონებით. 

დავიღალე..არც კი ვიცი რამ დამღალა ..ალბათ უფრო მიზეზების სიმრავლემ დამაბნია, რომ ჩემი დარლილობა დამესათაურებინა..ერთი ფიქრი..მეორე..მოერეს მესამე მიჰყვება დაუკითხავად ჩემდაუნებურად და არეულობა მატულობს..ყველაფერი რამდენიმე წუთში ტავდაყირა დგება,ფიქრები ერთმანეთში ირევა და ვერცერთ მათგანს ვაწყობ,მივაგდებ გონების რომელიმე კუთხეში, დავმალავ..მაგრამ ამით  პრობლემას ვერ ვაქრობ და ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. ვიშველიებ მოთმინების იმ პატარა დოზას რაც გამაჩნია,რომ ფიქრები სათითაოდ თაროზე შემოვდო,დავალაგო, თვალები დავხუჭო და მოწესრიგებული თავით ვიოცნებო..ყველაფერზე არა.. არც არაფერზე უბრალოდ ბედნიერებაზე..იმაზე რომ ხვალ ცხოვრებას დაიწყებ და არსებობას შეწყვეტ..ან ცდი ცხოვრების დაწყებას:)  ბედნიერება მიმაჩნია, რომ ერთიანი მდგომარეობა არ არის .. ბედნიერება ბევრი რაღაც არის ერთად, ბევრი პატარ-პატარა სიხარულისგან შემდგარი ფერადი ნაპერწკალია.. ბედნიერებამდე მისასვლელი გზები ხომ ცხოვრების საინტერესო ფრაგმენტებია , ბრძოლა სასურველი შედეგისთვის.ამოგლეჯილი სასიამოვნო მონაკვეთები იმ წამების და წუთების, რაც ამ მდგომარეობამდე მისვლისას განვიცადეთ,რამაც გული ჩვეულზე მეტად აგვიძგერა, რამაც გვაფიქრებინა, რომ ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება მშვენიერია..ეს მომენტებია ბედნიერება..ზედმეტი გართულებების გარეშე სიმარტივეში უკეთ იგრძნობთ თავს,მეტ დადებით ემოციას მიიღებთ ცხოვრებისგან და სულაც არ არის საჭირო ყველაფერს ჩვენივე მოფიქრებული მახინჯი სათაური მოვუფიქროთ როდესაც არსებობს რაღაცეები, რასაც არ ჭირდება არაფერი, გარდა შეგრძნებისა..საჭიროა მხოლოდ მისი აღქმა და შეგრძნება.. გამჭირვალე ბედნიერებაც შეიძლება დაიჭიროს ადამიანმა ყოველ დღე, ყოველ საათში..თუ ამის აღქმას მოინდომებს თვითონ..

და მე დავიღალე ..სიცარიელემ დამღალა..ფიქრის თაროებიც სავსეა დამტვერიანებული ფიქრებით რომლებიც ამ დროისთვის უკვე  არ უნდა მქონოდა და განმეხორციელებინა მაგრამ არ გამომივიდა..ხავსი მოეკიდათ გეგმებს და დავიღალე ..მაგრამ თქვენ უკვე იცით მე რასაც გავაკეთებ:) ჩემს საიდუმლოს სხვებს არ გავუხმხელ მაგრამ თქვენ მიმიხვდით, რომ დიახ, სადღაც მეგულება გადამალული იმედის დოზა, რომელსაც მივიღებ და მაინც არ ვიტყვი, რომ ყველაფერი ასე დასრულდა..არ მოვეშვები..ცხოვრების დაუნდობელ ხასიათს ვაჯობებ.. მე ცოცხალი ვარ და ხვალიდან... კი კი ხვალიდან ვცდი მეც ცხოვრების დაწყებას ..ისევ :)





სოციალური ქსელი