Love is in the air

სიყვარული..სიყვარული ..სიყვარული ..ყველა მხრიდან ეს მესმის მხოლოდ მაგრამ უბრალოდ მესმის ..ვერ ვხედავ. მისი დანხვა მენატრება ..ჰაერში გასროლილი ლამაზი სიტყვები გახუნდა და აზრი დაეკარგათ,მათი დანიშნულება შეიცვალა..ვერავის გულამდე და გონებამდე ვეღარ აღწევს და იკარგება..ასე ჰაერში ტრიალებს და დავიწყებისთვის არიან განწირულები.მწყინს..სიყვარული ხომ სიყვარულია აი ისეთია ვერავინ რომ ვერ ახსნა და ვერ აღწერა ,იმდენნაირია რამდენაირი ინდივიდიც არსებობს ჩვენს ირგვლივ,ისეთი ფერის არის როგორსაც ჩვენ წარმოვიდგენთ და ისეთი სუნი აქვს როგორადაც ჩვენ ვიგრძნობთ,სიყვარული ჩვენშია..ჩვენითვე ვქმნით ამ გრძნობას და ჩვენითვე ვაქრობთ.

ყველა ადამიანს აერთიანებს ეს გრძნობა..მთელ სამყაროს ..სულით ავადმყოფსაც, რომლის ფსიქიკაც არსებულ რეალობას მოშორებულია და ჯანმრთელსაც, ყველას შეუძლია ამ  გრძნობის გათავისება. სიყვარული ჩაერჩოებში ვერასოდეს ჯდება, ამიტომ სულ მეღიმება ჩემთვის,როცა ვუსმენ როგორ საუბრობენ იმაზე თუ როგორი ადამიანი უნდათ რომ უყვარდეთ J  გაგიჟებულ სიყვარულს ვერასოდეს მოაქცევ საზღვრებში,ვერასოდეს განსაზღვრავ ამას ვის მიმართ განიცდი იმიტომ, რომ ეს აუხსნელია ,როცა გრძნობ, რომ მეორე ადამიანისთვის იმაზე მეტის გაკეთების სურვილი გიჩნდება ვიდრე შეიძლება ეს ოდესმე წარმოგედგინა ,როცა ხვდები ,რომ მასთან საუბარს შეიძლება დღეები დაუთმო, როცა ამას თვითონაც ვერ გაიგებ ისე ჩაივლის, როდესაც მისი კარგად ყოფნა მიზეზია შენი ამოუხსნელი ბედნიერებისა, რომლის მიზეზს თავიდანვე ვერ იაზრებ,ვისთვისაც გინდა რომ საუკეთესო იყო და ვის გვერდითაც გატარებული ერთი დღე, თუნდაც უკანასკნელი იყოს შენი ცხოვრებისა, გირჩევნია მთელ დარჩენილ ცხვრებას,როდესაც დილით იღიმი იმიტომ, რომ ის შენს ცხოვრებაში არსებობს ..დიახ უბრალოდ არსებობს და არა აქვს მნიშვნელობა ის თქვენი მეორე ნახევარია , უბრალოდ მეგობარია თუ ნაცნობია..ეს არის გრძნობა რომელსაც შეუძლია გაგაგიჟოთ ..თუმცა ეს გრძნობა სიგიჟესაც უმკლავდება და შეიძლება ერთადერთი იყოს რაც რეალობასთან აკავშირებდეს ადამიანს ..ერთადერთი რეალური ფაქტი და მოვლენა რაც ნამდვილი იქნება მის გონებაში.. და მაინც რა არის სიყვარული,რომლის სრულად გადმოცემადა აღწერა  ვერავინ მოახერხა ..:)

ქუჩაში დახეტიალობს გზააბნეული სიყვარული  ..მიეცით მას თქვენს გულებში შესვლის უფლება და ნუ გეშინიათ მისი აღიარების.. 





სოციალური ქსელი